შეფასების რუბრიკები





მოსწავლის ცოდნა ფასდება შემდეგი კომპონენტების მიხედვით.

 1   .       საშინაო დავალება
2  .     საკლასო დავალება
          3  .     შემაჯამებელი დავალება

 საშინაო დავალება  ფასდება შემდეგი აქტივობებით:

შესრულებული დავალების ხარისხი.
დავალების შესრულების სისტემურობა.

საკლასო აქტივობები  ფასდება ენობრივი უნარ–ჩვევების და ენობრივი სისტემების შემდეგი აქტივობებით.
v  კონტექსტის მიხედვით უცნობი სიტყვების მნიშვნელობის ამოცნობა.
v  ტექსტიდან ფაქტობრივი ინფორმაციის ამოკრება.
v  კითხვებზე მოკლე პასუხების გაცემა.
v  სათაურების აბზაცებთან ან ტექსტთან მისადაგება.
v  სწორი/მცდარი დებულებების განსაზღვრა.
v  ჩანაწერის მოსმენისას სიტყვების ან ფრაზების ამოცნობა.
v  ჩანაწერის მოსმენისას გამოტოვებულ ადგილებში სიტყვების ჩაწერა.
v  კითხვების დასმა/სათანადო პასუხების გაცემა.
v  სიმულაციური დიალოგის/სიტუაციის გათამაშება.
v  გამოტოვებულ ადგილებში სწორი ფორმების/სიტყვების/ფრაზების ჩასმა.
v  წინადადებების ტრანსფორმაცია.
v  სიტყვების და ფრაზული ზმნების წარმოება.
v  ქართული და ინგლისური შესატყვისობების დადგენა.
v  თვითშეფასება, თანაშეფასება.

          შეიძლება შეფასდეს შემდეგი ცოდნა და უნარ-ჩვევები
ენობრივი ცოდნა და უნარები
·           ლექსიკური ცოდნა
·           გრამატიკული ცოდნა
·           ლექსიკური და გრამატიკული უნარ-ჩვევები (ცოდნის კონტექსტში გამოყენება)
·           გამოთქმა
·           მართლწერა 
    კომუნიკაციური უნარები
·           კითხვა-გაგება
·           ხმამაღალი კითხვა
·           მოსმენა-გაგება
·           ზეპირი კომუნიკაცია (ინტერაქცია, გაბმული ლაპარაკი, ზეპირი გამოსვლები)
·           წერითი კომუნიკაცია

                         კულტურა
·         შესწავლილი საკითხების ცოდნა
·         კულტურული თავისებურებების ამოცნობა-გაანალიზება

სასიცოცხლო უნარ-ჩვევები
·           შემოქმედებითობა
·           თანამშრომლობა (მეწყვილესთან, ჯგუფის წევრებთან)
·           სასწავლო სტრატეგიების გააზრებულად გამოყენება (კითხვის, წერის, მოსმენისა დაზეპირმეტყველების)
·           სტრატეგიების გააზრებულად გამოყენება სასწავლო საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით
·           სასწავლო აქტივობებში მონაწილეობის  ხარისხი

უნარ-ჩვევები ფასდება შემდეგი დავალებებით
           სხვადასხვა ტიპის გრამატიკული და ლექსიკური სავარჯიშოებით (სწორი ფორმის ამოცნობა, ფორმის/კონსტრუქციის ტრანსფორმირება ნიმუშის მიხედვით, კონტექსტის მიხედვით სწორი ფრმის წარმოება,  შეცდომების ამოცნობა-გასწორება, სინონიმებისა და ანტონიმების დაკავშირება/მოფიქრება, ნაკლულ ტექსტში სიტყვების ჩასმა და სხვა);
        სხვადასხვა ტიპის საკითხავი და მოსასმენი ამოცანის გადაჭრა (შემოხაზე სწორი ვარიანტი; მონიშნე,  სწორია თუ არა; იპოვე სწორი თანამიმდევრობა, ამოიცანი უცნობი სიტყვები კონტექსტის მიხედვით, შეაფასე შენი მეწყვილის/საკუთარი ნაწერი, შეაფასე გამომსვლელები და სხვა);
         სხვადასხვა ტიპის ზეპირი აქტივობის შესრულება დამოუკიდებლად, მეწყვილესთან ერთად თუ ჯგუფურად (გაინაწილეთ როლები და გაითამაშეთ  მეწყვილესთან ერთად, ჩამოართვი ინტერვიუ თანაკლასელს, წარმოადგინე კლასის წინაშე შენი ჯგუფის ნამუშევარი, გადმოეცი შენი მოსაზრება და დაასაბუთე, იმსჯელე, დაახასიათე, მოყევი და სხვა);
         სხვადასხვა ტიპის ტექსტის შექმნა დამოუკიდებლად, მეწყვილესთან ერთად თუ ჯგუფურად (მისწერეთ წერილი მეგობარს ზაფხულის არდადეგების შესახებ, მოამზადეთ ჯგუფურად სტატია ცნობილი მსახიობის შესახებ, შეადგინეთ ბიოგრაფიული ცნობარი, დაასრულეთ ამბავი, დაიყავით ჯგუფებად და შეადგინეთ კინორეკლამა/ტურისტული გზამკვლევი; დაწერეთ, თქვენი მოსაზრება ამ საკითხის შესახებ, დაასაბუთეთ და სხვა);
        პროექტის განხორციელება.

საკლასო წერა ფასდება შემდეგი აქტივობებით:
v  სტრუქტურულად და ორთოგრაფიულად სწორი და აზრობრივად გამართული წინადადებების დაწერა.
v  მისალოცი ბარათის, წერილის, სარეკლამო აფიშის, ტურისტული ცნობარის შედგენა.








https://drive.google.com/folderview?id=0BxfqBwze3TkTSzRtRFhfLWs1OXM&usp=sharing



https://drive.google.com/file/d/0BxfqBwze3TkTX3I2R2dLUHpGMHc/view?usp=sharing

No comments:

Post a Comment