პროფესიული განვითარება















                                            

                                                                                                   Intel-ანგარიში  

ტრენინგის დასახელება: ინტელის ძირითადი კურსი , პროექტებით სწავლება და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ინტეგრირება.
ჩამტარებელი ორგანიზაცია: მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი.
ადგილი და ხანგრძლივობა: დაბა ქედა , სსიპ ქედის მუნიციპალიტეტის  ქედის საჯარო სკოლა;   36 საათი.
ტრენერი: მინდია დიდმანიძე

ტრენინგის მიზანი და ამოცანები:  პროექტებით სწავლების მიზანია აქტივობები დაუკავშირდეს ავთენტურ და ცხოვრებისეულ კონტექსტს, მოსწავლეებს განუვითაროს მაღალი სააზროვნო უნარები და გაზარდოს სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობა.
მთავარი კითხვა: როგორ შეიძლება გამოვიყენოთ ტექნოლოგიები ყველაზე ეფექტურად სწავლების 
პროცესის ხელშეწყობისათვის და მოსწავლეთა სწავლის შესაფასებლად?
მოდული 1. დღე 1-2. პროექტებით სწავლება.
1 მოდულის საკვანძო კითხვები:
•         როგორ დაეხმარება პროექტები ჩემს მოსწავლეებს სასწავლო სტანდარტის მიღწევასა და 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარებაში?
•         როგორ გამოვიყენოთ პროექტების სწავლის პროცესის გაუმჯობესებისათვის?

1 მოდულის ძირითადი აქტივობები:

•         პორტფოლიოს კომპონენტების გაცნობა.
•         სტატიის მომზადება პროექტით სწავლების თემაზე და მისი გამოცემა.
•         ჩვენი პროექტის შესაბამისი 21-საუკუნის უნარ-ჩვევების შერჩევა.
•         საპროექტო იდეების გენერირება.

•         რეფლექსია ჩვენ ბლოგზე.

ტრენინგის პირველ დღეს ტრენინგის მონაწილეებმა გავიცანით ერთმანეთი.  ტრენერმა მინდია დიდმანიძემ  ტრენინგი დაიწყო ვიდეოს ჩვენებით რომელიც პროექტზე დაფუძნებულ საწვლებას ეძღვნებოდა, ვიდეო იყო ძალიან შთამბეჭდავი და ინოვაციური.  შემდეგ ტრენერმა გაგვაცნო კურსის თითოეული მოდულის აქცენტები და მოსალოდნელი შედეგები. გაგვაცნო Intel-ის სახელმღვანელო Viewer-ი, დაგვათვალიერებინა პროგრამის ინტერფეისი, გაგვაცნო სამუშაო ინსტრუმენტები, გვაჩვენა დამხმარე გზამკვლევი და დავათვალიერეთ სხვადასხვა რესურსები (პროექტის გეგმები და დამხმარე მასალები).
ასევე გავიხსენეთ ტექსტური რედაქტორი Word-ი და გავაკეთეთ ელექტრონული საქაღალდე და ქვე     საქაღალდეები, რომლებიც მოვათავსეთ ძირითად საქაღალდეში, სადაც ტრენინგის    განმავლობაში მოვათავსებდით ყველა იმ დოკუმენტს რომელსაც ჩვენი პროექტისთვის შევქმნით, რაც გაგვიიოლებს მასალების მოძებნას. ასევე გავეცანით პორტფოლიოს ჩეკლისტს, 21-საუკუნის უნარ-ჩვევებს, პროექტის მახასიათებლების ჩეკლისტს, პროექტის გეგმის შაბლონს, განვიხილეთ პორტფოლიოს რუბრიკა,  რომლებსაც კიდევ დავუბრუნდებით პროექტზე მუშაობის პერიოდში. დავათვალიერეთ ინტელის ელ. სახელმძღვანელოში რამდენიმე პროექტი,  ასევე გავიარეთ რეგისტრაცია ბლოგზე, სადაც გავაკეთებთ რეფლექსიას ყოველი ტრენინგ დღის ბოლოს.
ტრენინგის მეორე დღეს დავალებად გვქონდა მოგვეფიქრებინა საპროექტო იდეა, რომელსაც გავახორციელბდით. 
 ჯგუფის წევრებმა ერთმანეთს გავაცანით ჩვენი პროექტების ზოგადი თემა.

ტრენერი გვესაუბრა საგამომცემლო პროგრამის სასარგებლო თვისებებზე სასწავლო პროცესში, რომ ბეჭდვითი გამოცემები ეფექტურია სამიზნე აუდიტორიასთან მუშაობაში. ამ გზით შესაძლებელი ხდება ინფორმაციის ზუსტი გაცვლა და მოსწავლეებისთვის კომუნიკაციის ეფექტური მეთოდის დემონსტრირება.ასევე აგვიხსნა, რომ სტატიის გამოცემისთვის შეგვიძლია ერთი რომელიმე ფორმატი შევარჩიოთ - ახალი ამბების ბიულეტენი, გაზეთი, ბროშურა, პლაკატი ან სხვა ბეჭდვითი მედია.გვასწავლა როგორ დაგვემზადებინა ბუკლეტები ჩვენი ფანტაზიის საშუალებით Microsoft Word-ში, გვასწავლა Microsoft Word-ის მზა შაბლონის დახმარებით ბროშურების შექმნა, ამავე დროს Intel-ის ელექტრონულ სახელმძღვანელო Viewer -ში გვაჩვენა ბუკლეტის და გაზეთის შაბლონები. დავიწყეთ ბუკლეტებზე მუშაობა, ინტერნეტში მოვიძიეთ პროექტის შესაბამისი სურათები და ბუკლეტში ჩავსვით, რომელიც მოთავსებული გვქონდა პორტფოლიოს საქაღალდეში_სასწავლო პროექტის დამხმარე.
ტრენინგის დღის ბოლოს ტრენერმა საშინაო დავალებად მოგვცა ბუკლეტი სახლში დასასრულებლად და დასახვეწად. ტრენინგის მონაწილეებმა გავაკეთეთ რეფლექსია და  ჯგუფის წევრებს დავუწერეთ კომენტარი ბლოგზე.

მოდული 2. დღე 3 .სასწავლო პროექტის დაგეგმვა.
მოდული 2-ის საკვანძო კითხვები:
•         როგორ შეუწყობს ხელს სასწავლო პროცესს მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები?
•         როგორ შეიძლება დავგეგმოთ მოსწავლეზე ორიენტირებული მიმდინარე შეფასება?

2  მოდულის ძირითადი აქტივობები:

•         სტანდარტის განაზღვრა სასწავლო პროექტისთვის.
•         მიზნების შემუშავება სასწავლო პროექტისთვის.
•         მიმართულების მიმცემი კითხვების შემუშავება და განხილვა.
•         შეფასების მეთოდების და სტრატეგიების განხილვა.
•         სასწავლო პროექტის პორტფოლიოს პრეზენტაციების შექმნა.
მეორე მოდულის  დასაწყისში  პროექტის ეფექტურად დაგეგმვისთვის, გადავხედეთ ჩვენ საგნობივ სტანდარტებს და განვსაზღვრეთ, საგნის სტანდარტის რომელი შედეგის/ინდიკატორის მიღწევა და შეფასება გვსურდა ჩვენი თემის ფარგლებში, პარალელურად გამოვიყენეთ 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების დოკუმენტი რომელიც ხელს შეუწყობს მოსწავლეებში მაღალი სააზროვნო დონის უნარ-ჩვევების განვითარებას.
შემდეგ ტრენერმა გვაჩვენა პრეზენტაცია მიმრთულების მიმცემი კითხვების შესახებ  და ჯგუფში განვიხილეთ  მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები,
Google doc-ების საშუალებით ტრენერმა გაგვიზიარა ჯგუფს სავარჯიშო „გონებრივი იერიშის კითხვები“. ვისწავლეთ თუ როგორ უნდა ჩამოვაყალიბოთ მიმართულების მიმცემი შეკითხვები და პარალელურად ვისწავლეთ დოკუმენტის გაზიარება google doc-ების საშუალებით და  გაზიარებულ დოკუმენტებში მუშაობა. შემდეგ, ჩვენი პროექტისთვის ჩამოვაყალიბეთ ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი შეკითხვა და ჩავწერეთ პროექტის  გეგმის შაბლონში. ეს შეკითხვები ხელს შეუწყობს მოსწავლეებს, გამოიყენონ მაღალი დონის სააზროვნო უნარები, სრულყოფილად გაიგონ ძირითადი ცნებები და სისტემატურად გაუკეთონ ორგანიზება ინფორმაციას.
მოდულის ბოლოს გავაკეთეთ პროექტის გეგმის პრეზენტაცია. პრეზენტაცია მოიცავდა პროექტის მოკლე აღწერას, სამიზნე სტანდარტებს და მიზნებს, მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებს და შეფასების დროში გაწერილ გეგმას. დასრულებული პრეზენტაცია გადავიტანეთ საქაღალდეში _ სასწავლო პროექტის გეგმა  და ავტვირთეთ ბლოგზე.
მოდული 3. დღე 4. კავშირები.

3 მოდულის საკვანძო კითხვები:

•         როგორ უნდა გამოვიყენოთ ტექნოლოგიები ყველაზე ეფექტურად, სწავლების პროცესის ხელშეწყობისა და მოსწავლეთა სწავლების შეფასების მიზნით?
  3  მოდულის ძირითადი აქტივობები:
მოდულის მიმდინარეობისას:
•         შეივისწავლეთ და განვიხილეთ საავტორო უფლებების კანონმდებლობა და სამართლიანი გამოყენების წესები განათლების სისტემაში.
•         შევქმენით  ბიბლიოგრაფია.
•         გავეცანით ინტერნეტ  რესურსებს, რომელთაც გამოიყენებთ კვლევაში, კომუნიკაციასა და თანამშრომლობის პროცესში.
•         შევაფასეთ   ინტერნეტ  რესურსები.
•         გავაუმჯობესეთ სასწავლო პროექტის გეგმა.
•         გავაკეთეთ   რაფლექსია ბლოგზე.

  ტრენინგის  დაწყებისას  შევაჯამეთ წინა  დღეები და განვიხილეთ საავტორო უფლებების კანონმდებლობით და სამართლიანად გამოყენების წესები განათლების სისტემაში. თითოეულმა ჩვენგანმა პროექტისთვის გამოყენებული მასალებისთვის გავაკეთეთ ბიბლიოგრაფია, Viewer-ის სახელმღვანელოს რესურსებიდან გამოვიყენეთ დოკუმენტი „გამოყენებული ლიტერატურის მარტივი შაბლონი“  სადაც მივუთითეთ ჩვენ მიერ გამოყენებული სურათების URL მისამართები, რომელიც მოვათავსეთ საქაღალდეში სურათები აუდიო ვიდეო - საავტორო უფლებები.
ეს საკითხი საკმაოდ საინტერესო აღმოჩნდა,რადგან მოსწავლეებს უნდა ვასწავლოთ სხვისი ნამუშევრის პატივისცემა და საავტორო უფლებების გამოყენება, ასევე ინტერნეტრესურსების სწორად გამოყენება.
გავეცანით მოსწავლეთა კომუნიკაციისათვის ხელშეწყობისთვის ონლაინ პროგრამებს :ელ.ფოსტა,  სწრაფი შეტყობინება, ინტერნეტ გაზეთები.
განვიხილეთ ინტერნეტ თანამშრომლობითი სასწავლო რესურსების გამოყენების დადებითი და უარყოფითი მხარეები, ონლაინ კოლაბორაციული სასწავლო რესურსები, რომელიც განთავსებულია რესურსების ჩანართის ჯგუფში ინტერნეტ რესურსები/ვებ 2.0 კოლაბორაციული რესურსები.    
მოდული 4. დღე 5. სასწავლო ნიმუშების შექმნა.
4 მოდულის საკვანძო კითხვები:
•         რამდენად დამეხმარება მოსწავლის ნიმუშის შექმნა პროექტის ფარგლებში ჩემი მოლოდინების გამოკვეთასა და სასწავლო პროცესის დაგაგმვაში?
•         პროექტზე მუშაობისას როგორ უზრუნველვყო მოსწავლეთა მიერ სასწავლო მიზნების მიღწევა?

4 მოდულის ძირითადი აქტივობები:

•         მონაწილეები შექმნიან და შეაფასებენ მოსწავლეთა ნაშრომების სავარაუდო ნიმუშებს: პრეზენტაციებს, პუბლიკაციებს და ბლოგებს.
•         პროექტის გეგმებში შეიტანენ საჭირო ცვლილებებს.
•         გააკეთებენ რეფლესიას.

 მეოთხე მოდულზე მუშაობისას დავიწყეთ მოსწავლის ნაშრომის სავარაუდო ნაშრომის მომზადება, ვმუშაობდით ტექსტურ რედაქტორ Word-ში და საპრეზენტაციო პროგრამა Power Point-ში,   მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი შევინახეთ საქაღალდეში _მოსწავლის ნიმუში.
  შევავსე პროექტის  გეგმაში შეფასების ინსტრუმენტების მოკლე მონახაზი.
ვიმუშავე პროგრამა  powerpoint-ში .გავაკეთე პრეზენტაცია ,გავაფორმე სლაიდები ,ვისწავლე ამ პროგრამაში ანიმაციების და დიზაინის დაყენება შემდეგ ეს პრეზენტაცია ავტვირთე google drive-ში და  ბლოგში ჩავაშენე  ჩემი პრეზენტაცია .
ვისწავლე ასევე ბლოგზე სათაურის შეცვლა.

მოდული 5. დღე 6. მოსწავლეთა პროექტების შეფასებაა.
მოდულის მთავარი კითხვა:
•         როგორ უნდა გამოვიყენოთ ტექნოლოგიები ყველაზე ეფექტურად,სწავლის პროცესის ხელშეწყობისა და მოსწავლეთა სწავლის შეფასების მიზნით?
მოდულის ამოცანები:
მოდულის განმავლობაში მონაწილეები:
•         ერთმანეთს გავუზიარებთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის ვერსიებს.
•         დავხვეწავთ შეფასების გეგმებს.
•         შევქმნით შეფასების ფორმებს მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის შეფასებისთვის.
•         ცვლილებებს შევიტანთ პროექტის გეგმაში.
•         გავაკეთებთ რეფლექსიას ბლოგზე.
 ვიმუშავეთ ვორდში და power point-ში კომენტარების დაწერაზე. ვისწავლეთ ბლოგზე ჩანართების გაკეთება. ეს საკითხი ძალიან მომეწონა. უკვე გავაკეთე ჩემი პროექტების ჩანართები. გავაკეთეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის შეფასების რუბრიკა და შევინახეთ საქაღალდეში _შეფასებები.  დავათვალიერეთ და გავეცანით Viewer -ის სახელმძღვანელოში მოცემული სხვადასხვა შეფასების რუბრიკის ნიმუშებს, ცვლილებები შევიტანე პროექტის გეგმაში და გავაკეთე რეფლექსია ბლოგზე.
მოდული 6. დღე 7. დაგეგმვა მოსწავლეთა წარმატებისათვის.
მოდულის საკვანძო კითხვა:
•         როგორ დავაკმაყოფილოთ მოსწავლეების განსხვავებული საჭიროებები?
•         როგორ შემიძლია შევუწყო ხელი ჩემს მოსწავლეებს, რომ ისინი თვითრეგულირებად მსწავლელებად იქცნენ?
მოდულის ამოცანები:
მოდულის განმავლობაში მონაწილეები:
•         ერთმანეთს გავუზიარებთ სავარაუდო ნაშრომებს და რუბრიკებს.
•         ვიმსჯელებთ, როგორ შევუწყოთ ხელი მოსწავლეების თვითრეგულირებად სწავლას.
•         მოვძებნით დიფერენცირებული სწავლების გზებს ყველა ტიპის მოსწავლისთვის.
•         შევქმნით დამატებით მასალებს მოსწავლეთა გეზის მისაცემად (სკაფოლდინგი)
•         გავაკეთებთ რეფლექსიას ბლოგზე.
 შევქმენით მოსწავლის დამხმარე რესურსი_პროგრამა PowerPoint-ში, შევავსეთ შეფასებების ინსტრუმენტების მოკლე მონახაზი პროექტის გეგმაში, გავაკეთეთ მოსწავლის თვითშეფასების ნიმუში, ტრენერმა გაგვაცნო სწავლის სტილისა და მრავალმხრივი ინტელექტის თეორია, გვაჩვენა საინტერესო პრეზენტაცია, ჯგუფში ვიმსჯელეთ დიფერენცირებულ სწავლებაზე, გვთხოვა შეგვეფასებინა საკუთარი პრაქტიკა დიფერენცირებული სწავლების შემთხვევაში, რის შემდეგაც პროექტის გეგმაში დეტალურად გავწერეთ განსაკუთრებული მიდგომების მქონე მოსწაველეებისათვის საჭირო აქტივობები და რესურსები რაც ხელს შეუწყობს პროექტზე მუშაობის პროცესში მათ  მაქსიმალურ ჩართულობას.
მოდული 7. დღე 8. ფასილიტაცია ტექნოლოგიებით.
მოდულის საკვანძო სიტყვები:
•         როგორ გავუწიო ფასილიტაცია კლასს მოსწავლეზე ორიენტირებულ სწავლების პროცესში?
•         როგორ გამოვიყენო ტექნოლოგიები სასწავლო პრაქტიკის გასაუმჯობესებლად?
მოდულის ამოცანები:
•         როგორ გამოვიყენოთ კითხვების დასმის ტექნიკა.
•         შევქმნით პრეზენტაციებს, დოკუმენტებს, ცხრილებსა და ვებრესურსებს, მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო პროცესის ხელშესაწყობად.
•         მოდიფიცირებას გავუკეთებთ სასწავლო პროექტის გეგმას.
•         შევქმნით მასალებს.
•         გავაკეთებთ რეფლექსიას ნასწავლ მასალაზე.
სასწავლო პროექტის ჩეკლისტში მოვნიშნეთ ყველა ის რესურსი რაც შევქმენით სასწავლო პროექტისთვის ამ ტრენინგის მანძილზე, პარალელურად გადავამოწმეთ პროექტის მახასიათებლების ჩეკლისტი და აღვნიშვნა გავუკეთეთ ყველა იმ მახასიათებლებს რასაც უნდა აკმაყოფილებდეს სკოლებში განხორციელებული სასწავლო პროექტი.
ვიმუშავეთ ბლოგებზე, ჩავსვით გაჯეტები და გავეკეთეთ რეფლექსია ბლოგზე.
მოდული 8. დღე 9. სასწავლო პროექტის პორტფოლიოს ჩვენება.
მოდულის საკვანძო კითხვები:
·         როგორ წარმოვადგინო და მოვამზადო ჩემი ნამუშევრები ეფექტურად?
·         როგორ გავუზიარო ჩემს კოლეგებს კონსტრუქციული უკუკავშირი?

მოდულის ამოცანები:
•         მოამზადონ და წარმოადგინონ სასწავლო პროექტის პორტფოლიო.
•         შეაფასონ ინტელის ძირითადი კურსი.
•         მიიღონ კონკურსში მონაწილეობის სერთიფიკატები
Intel -ის ტრენინგის ბოლო დღეს ჯგუფის წევრებმა წარმოვადგინეთ ჩვენი სასწავლო პროექტის პრეზენტაცია. ჩვენი ელექტრონული პორტფოლიოები გამოვაქვეყნეთ ბლოგზე და გავაკეთე რეფლექსია.
ტრენინგზე მიღებული ცოდნა დიდ დახმარებას გამიწევს სასწავლო პროექტებზე მუშაობისას...
3.      ტრენინგის  მნიშვნელოვნების    დასაბუთება.
აღნიშნულ ტრენინგზე ჩემთვის  მნიშვნელოვანი და  ახალი იყო ძალიან  ბევრი.  ბევრი  საინტერესო რამ ვისწავლე და დავხვეწე. ვისწავლე სასწავლო პროექტების გეგმებზე,ბროშურაზე, ელექტრონულ გაზეთზე და შაბლონებზე მუშაობა, დავხვეწე ელ. ფოსტაზე და ბლოგზე მუშაობა.
აუცილებლად გამოვიყენებ ტრენინგზე ათვისებულ სიახლეებს სასწავლო პროცესში.      
შევისწავლე ბევრი ახალი ტერმინი. ვიმუშავე საუკეთესო ტრენერთან, რომელიც გასაგებად ხსნიდა ყველაფერს ყოველთვის მზად იყო  დახმარებისთვის .
 სასწავლო პროცესის დაწყებისთანავე  კოლეგებს შევთავაზებ ჩემ მიერ შეძენილი ცოდნისა და უნარების გაზიარებას კონსულტაციის სახით და  დავარწმუნებ, რომ ეს სიახლე დადებითად იმოქმედებს მოსწავლეთა სასწავლო პროცესში  ჩართულობაზე.შევადგენ ელექტრონულ პორტფოლიოს.

 დიდი მადლობა  მასწავლებლის სახლს და ბატონ მინდიას ასეთი საინტერესო და ინფორმაციული ტრენინგისთვის.




მასწავლებელთა ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ტრენინგი

ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება სასაწავლო პროცეში
ჩამტარებელი ორგანიზაცია: მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი.
ადგილი და ხანგრძლივობა: დაბა ქედა , სსიპ ქედის მუნიციპალიტეტის  ქედის საჯარო სკოლა;   39 საათი.
მიზანი : საქართველოს სკოლების მასწავლებელთა პროფესიული განვითარება, ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ათვისებისა და გამოყენების კუთხით, რაც ხელს შეუწყობს სასწავლო პროცესში ისტ-ის ინტეგრირებას ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებისა და მასწავლებელთა პროფესიული სტანდარტების შესაბამისად.
ამოცანები :
·         სწავლა-სწავლების თანამედროვე მიდგომები და საინფორმაციო ტექნოლოგიები;
·          გაკვეთილის ორგანიზება ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებით;
·          სასწავლო პროექტის ორგანიზება ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ამოყენებით;
·          თვითშეფასება და პროფესიული განვითარება ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებით.
პირველ დღეს ტრენინგის მონაწილეებმა გავიცანით ერთმანეთი. ტრენერმა გერმანე(დათო) მალანიამ გაგვაცნო კურსის მიზანი, შედეგები, განრიგი, საორგანიზაციო საკითხები, მუშაობის ფორმები, სამუშაო წესები, მონაწილეთა შეფასების საკითხები.  ისაუბრა ისტ-ის ( ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები) როლსა  და მიზნებზე სასწავლო პროცესში; სწავლება-სწავლის თანამედროვე მიდგომებსა და საინფორმაციო ტექნოლოგიებზე; მასწავლებლის კომპეტენციების სტანდარტზე  ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში; სასწავლო პროცესის ძირითადი ერთეულებსა და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებაზე.ჩაგვიტარა ლექცია PowerPoint პრეზენტაციის გამოყენებით, გაგვაცნო კურსის სილაბუსი. ტრენინგ-მოდულის ბოლოს შევავსეთ შეფასების კითხვარები.
მეორე მოდულის პირველ დღეს გავიხსენეთ წინა ტრენინგი და გავეცანით მოცემული ტრენინგის ამოცანებსა და შედეგებს, კერძოდ: გაკვეთილის ორგანიზების ძირითად საფეხურებს: დაგეგმვა, მომზადება, წარმართვა, შეფასება. აგრეთვე გაკვეთილის სამფაზიან მოდულს, გაკვეთილის დაგეგმვას და გეგმის ელექტრონული ვერსიის მომზადებას. ტრენინგ-დღის ბოლოს შევავსეთ შეფასების კითხვარები.
მეორე მოდულის მეორე დღეს გავაგრძელეთ ისტ-ის გამოყენება გაკვეთილის დაგეგმვის პროცესში, ვისწავლეთ გაკვეთილის დაგეგმვისა და ჩატარებისათვის საჭირო ინფორმაციის მოძიება ინტერნეტ ბრაუზერისა და საძიებო სისტემის საშუალებით. გავეცანით ტექნოლოგიებით გამდიდრებული გაკვეთილის დაგეგმვის ხერხებს. ტრენინგ-დღის ბოლოს შევავსეთ შეფასების კითხვარები.
მეორე მოდულის მესამე დღეს გავიხსენეთ წინა ტრენინგი და გავეცანით მოცემული ტრენინგ-დღის ამოცანებსა და შედეგებს.ვისწავლეთ სასწავლო პრეზენტაციის მომზადება საპრეზენტაციო პროგრამაში; MS PP პროგრამა ტრენინგ-დღის ბოლოს შევავსეთ შეფასების კითხვარები.
მეორე მოდულის მეოთხე დღეს გავიხსენეთ წინა ტრენინგი და გავეცანით მოცემული ტრენინგ-დღის ამოცანებსა და შედეგებს . მოვამზადეთ პრეზენტაცია შერჩეულ თემაზე , მოვამზადეთ სამოდელო პრეზენტაცია და წარვუდგინეთ აუდიტორიას, ბოლოს  შევავსეთ შეფასების ბარათები.
მეორე მოდულის მეხუთე დღეს გავიხსენეთ წინა ტრენინგი და გავეცანით მოცემული ტრენინგ-დღის ამოცანებსა და შედეგებს, ვისწავლეთ ასევე აუდიო და ვიდეო საშუალებების ეფექტიანი გამოყენება სასწავლო პროცესში მათი  მოძიება და ჩამოტვირთვა.
მეორე მოდულის მეექვსე დღეს გავიხსენეთ წინა ტრენინგი და გავეცანით მოცემული ტრენინგ-დღის ამოცანებსა და შედეგებს,შევისწავლეთ  სასწავლო მასალის/რესურსების დამზადება, მცირე და მრავალკომპიუტერიანი კლასის მართვა, ელექტრონული რესურსების საცავი,  მომოვიხილეთ Lemill-.
მეორე მოდულის მეშვიდე დღეს გავიხსენეთ წინა ტრენინგი და გავეცანით მოცემული ტრენინგ-დღის ამოცანებსა და შედეგებს, გავეცანით  სწავლის შეფასება ( შეფასების ძირითად პრინციპებ და მეთოდებ) გაკვეთილის შეფასება ( რუბრიკის დამზადება, პრეზენტაციებ).შევისწავლეთ  ბლოგის დარეგისტრირება. ტრენინგ-მოდულის ბოლოს შევავსეთ შეფასების კითხვარები.
მესამე მოდულში გავეცანით სასწავლო პროექ და ეფექტური სასწავლო პროექტის ძირითად მახასიათებლებს, პროექტის დაგეგმვასა და აღწერას, თანამშრომლობითი საწავლო პროექტის დაგეგმვას ისტ-ის გამოყენებით. ტრენინგ-მოდულის ბოლოს შევავსეთ შეფასების კითხვარები.
მეოთხე მოდულში ვისწავლეთ მასწავლებლის თვითშეფასების ფორმები და ისტ ინსტრუმენტები, სლაიდშოუს გამოყენება, მასწავლებლიოს პორტფოლიო; Google სერვისები: ბლოგი, ფორუმი, საიტი, თარჯიმანი, Lemill. მოდულის დამთავრების შემდეგ შევავსეთ შეფასების ბარათები.

მნიშვნელობის დასაბუთება - ტრენინგი ჩემთვის მეტად ნაყოფიერი იყო. ტრენინგის დახმარებით მივიღე შესაბამისი  ცოდნა ამ საკითხებთან დაკავშირებით უფრო საფუძვლიანად.აუცილებლად გამოვიყენებ მათ სასწავლო პროცესში.ამ ტრენინგზე მიღებული ცოდნის საშუალებით შევძლებ ისტ-ის გამოყენებას სასწავლო ერთეულის (გაკვეთილი ან თანამშრომლობითი სასწავლო პროექტი) ამოცანების შესაბამისად, კერძოდ:
ისტ-ის გამოყენებას სასწავლო პროცესის დასაგეგმად;
ისტ-ის გამოყენებას სასწავლო რესურსების მოსამზადებლად (შემუშავება, ადაპტირება, რედაქტირება და სხვ.);
სწავლა-სწავლების წარმართვას ისტ-ით გამდირებულ სასწავლო გარემოში; მოსწავლეთა შეფასების მეთოდების/ინსტრუმენტების გამოყენებას ისტ-ის საშუალებით;
მოსწავლეთა მიერ ისტ-ის გამოყენების შეფასებას;·
შევძლებ მასწავლებლის პორტფოლიოს წარმოებას ისტ-ის გამოყენებით; შევძლებ ისტ-ის გამოყენებას პროფესიული თვითგანვითარების პროცესში. შევქმნი პერსონალურელ-პორტფოლიოს, რომელიც მოიცავს: გაკვეთილის გეგმას შესაბამისი სასწავლო ციფრული ობიექტით (მაგ., პრეზენტაცია, ცხრილი, რუბრიკა/შეფასების სქემა, ბლოგი, საიტი და სხვ.)  
 დიდი მადლობა მასწავლებლის სახლსა და ბატონ გერმანე მალანიას   საინტერესო   ტრენინგისთვის.








No comments:

Post a Comment